ევროპული მომავლის მტერია ყველა, ვინც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს და პარტიებს საკუთარი შინაარსის დემონსტრირების შანსს ართმევს იმის იმედით, რომ თვითონ დაეპატრონება პროცესს. ეს ასე არ მოხდება (როგორც აქამდე ვერ მოხდა) და რუსულ ჭაობში უფრო ღრმად ჩავიძირებით. - წერს გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში:
საქართველოს მოსახლეობის 87 პროცენტს საქართველოს ადგილად მიაჩნია ევროპა. ამ ხალხის ნაწილი შეიძლება ვერ იაზრებს ეს ზუსტად რას ნიშნავს, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაში ხედავენ საკუთარ მომავალს, იმიტომ რომ ერი “შაერთებულად გენიოსია” - საკუთარი თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ და კეთილდღეობისკენ სწრაფვა აქცევს მას გენიოსად.
ნებისმიერი საჯარო პირი - იქნება ეს პოლიტიკოსი, აქტივისტი, თუ ჟურნალისტი, მაშინ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს, თუ ქვეყნის თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ და კეთილდღეობისკენ - ანუ ევროპისკენ ისწრაფვის. რას ნიშნავს ევროპისკენ სწრაფვა?
ევროპა გამორიცხავს უპირობო ლიდერებს და მესიანიზმსვინც უპირობოდ იღებს რომელიმე თვითგამოცხადებული მესიის ახირებებს და ამ ახირებების საზოგადოებაზე თავს მოხვევით ცდილობს პოლიტიკური ამოცანების მიღწევას - გამორიცხავს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. უფრო ზუსტად რომ ვთქვა - მიშიზმი და ევროპული მომავალი ურთიერთგამომრიცხავია.2. ევროპა გამორიცხავს არაანგარიშვალდებულ ლიდერებსუფრო ზუსტად რომ ვთქვა - კეზერაშვილის ფულით ნაყიდი პოლიტიკური რასკლადი ევროპულ მომავალს გამორიცხავს და მინიმალური შანსი არ აქვს მისი ფულით დაფინანსებულ პროცესს, რომ ევროპისკენ წავიდეს - ყოველთვის დამარცხდება ბიძინასთან მისი ფულით ნაყიდი პროცესი. ამის გარანტიას გაძლევთ.არადა თავად ნახეთ - უბრალოდ ევროპული მომავლის ხარჯზე მოხდება ეს დაკვირვება და სამწუხაროა. 3. ერთადერთი რეალისტური და ყველაზე მოკლე გზა, რაც ევროპისკენ წაგვიყვანს არის მრავალპარტიული დემოკრატია (2003 წელს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა 7 პროცენტიანი ბარიერი - ამიტომ წავიდა პროცესი დასავლეთისკენ). იმისთვის რომ მრავალპარტიული დემოკრატია დამკვიდრდეს, საჭიროა მოქალაქეეებმა დაინახონ ეს პარტიები და მათი შინაარსი.ამომრჩეველი ვერ დარწმუნდება, რომ ქვეყანაში მრავალი პარტია მუშაობს მათ ინტერესებზე, თუ ამ პარტიებს არ აქვთ შინაარსი და ამ შინაარსში მოქალაქეები საკუთარ თავს არ ხედავენ. იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სხვადასხვა პარტიის შინაარსი გაიგონ, საჭიროა ეს სხვადასხვა პარტია ერთმანეთს შინაარსზე ეკამათოს - ეკამათოს იქ, სადაც პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა გაშუქდეს თავისუფალი კონკურენციის პირობებში - მედიაში!სხვა გზა, მრავალპარტიული დემოკრატია დამკვიდრდეს და ევროპისკენ წავიდეთ - არ არსებობს.ყველა სხვა გზა არის მარცხისთვის განწირული და მხოლოდ შემთხვევითობამ შეიძლება გადაარჩინოს.——-მოკლედ რომ ვთქვა, არ იქნება მრავალპარტიული დემოკრატია? არ იქნება ევროპა!არ ემსახურები რეალურად მრვალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებას? არ ემსახურები ევროპულ მომავალს.ევროპული მომავლის მტერია ყველა, ვინც თავისუფალ კონკურენციას ზღუდავს და პარტიებს საკუთარი შინაარსის დემონსტრირების შანსს ართმევს იმის იმედით, რომ თვითონ დაეპატრონება პროცესს. ეს ასე არ მოხდება (როგორც აქამდე ვერ მოხდა) და რუსულ ჭაობში უფრო ღრმად ჩავიძირებით.