20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან გელოდებით. აქ იქნება ბევრი სიტყვა, ბევრი მუსიკა, მაგრამ არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები. თქვენ ნახავთ მოკლე ფილმს სანქცირებულ სისტემაზე, რომელიც ასანქცირებს ლაზარეს. - ამის შესახებ გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს.

"ვისაც ლიტერატურა უყვარს, ყველამ იცის ალბათ, რომ ყველაზე დიდი ბოროტებები სწორედ მართლმსაჯულების და კანონის სახელით ჩადენილა მსოფლიოში და სწორედ ასეთ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. როცა ჩვენ ყველამ მივიღეთ სიკეთე პროტესტით, მათ შორის, ქართული ოცნების პროდასავლურმა ამომრჩეველმა და ამ წარმატების გამო შურისძიება ტყდება ერთ 21 წლის ბიჭზე, რომელსაც შავრაზმული დემონიზაციის, შავრაზმული კამპანიის მეშვეობით აშავებენ და მის დისკრედიტაციას ცდილობენ. ჩვენ, ღირსეულმა საზოგადოებამ არ უნდა დავუშვათ, რომ ერთ ადამიანზე გადატყდეს ჯოხი.20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან გელოდებით. აქ იქნება ბევრი სიტყვა, ბევრი მუსიკა, მაგრამ არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები. თქვენ ნახავთ მოკლე ფილმს სანქცირებულ სისტემაზე, რომელიც ასანქცირებს ლაზარეს. თქვენ ნახავთ საზოგადოების იმ წევრებს, თუ რატომ იცავენ ლაზარეს. თქვენ ნახავთ კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საზოგადოებისთვის საყვარელი შემსრულებლები".- თამარ ჩერგოლეიშვილი.

პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი პარტია „ევროპული საქართველო“ იყო. აქციის მონაწილეებს აჩვენეს ორი ფილმი: „დაუსჯელი დანაშაული“ და „ქართული თუ რუსული ოცნება“.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა.

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.