8 თებერვალს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +12 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +10, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვას ვარაუდობენ, დღისით 3 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +4 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში თოვლს ელოდებიან დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს, +3 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით 9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს გუდაურში, დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით 5, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.