„რუსულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიცია, მთლიანად ქართული საზოგადოება, რომელიც მიისწრაფვის უკვე ათწლეულებია ევროკავშირისკენ, დასაჯოს და სწორედ ამას უკავშირდება ლაზარე გრიგორიადისის დაკავება, რომელიც კლასიკური გაგებით არის პოლიტპატიმარი“. - განაცხადა „ერთიანი ნაიციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ისაუბრა დეპოლარიზაციაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მალე და ეფექტურად დასრულდეს დეპოლარიზაცია. ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ აფერხებს მიზანმიმართულად „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ეგიდით, პოლონელი მედიკოსების შესვლას მიხეილ სააკაშვილთან, რომლითაც მისი თქმით „ქართული ოცნება“ ცდილობს დაბოლოკოს ნეიტრალური დასკვნა, რაც შემდეგ სახელმძღვანელო იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის;
„როდესაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა დეპოლარიზაციისთვის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი მესამე ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირად აფერხებს და ცდილობს, როგორმე ევროკავშირის ეგიდით მოწვეული პოლონელი მედიკოსები საქართველოში არ ჩამოვიდნენ და პაციენტი არ მოინახულონ, სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ ისინი ცდილობენ შეაფერხონ და დაბლოკონ ნეიტრალური დამოუკიდებელი დასკვნა, რომელიც იქნებოდა სახელმძღვანელო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, თუ რა მდგომარეობაში ყავს „რუსულ ოცნებას“ ჩვენი მესამე პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, როდესაც 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წინ უნდა წაიწიოს საქართველომ და ამ ლიანდაგებიდან არ უნდა გადაუხვიოს, ამის განუყოფელი ნაწილი არის პოლიტპატიმრების საკითხი და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის საკითხი“. - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა
მან ასევე ისაუბრა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, რომლის გამოც სავსებით შესაძლებელია შეფერხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია. პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა იმ ადამიანის დასჯა გადაწყვიტა, რომელიც მიისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ და ლაზარე გრიგორიადისის დაკავებაც, რომელიც მისი თქმით კლასიკური გაგებით პოლიტპატიმარია, ამის ნათელი მაგალითია;
„რუსულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიცია, მთლიანად ქართული საზოგადოება, რომელიც მიისწრაფვის უკვე ათწლეულებია ევროკავშირისკენ, დასაჯოს და სწორედ ამას უკავშირდება ლაზარე გრიგორიადისის დაკავება, რომელიც კლასიკური გაგებით არის პოლიტპატიმარი. თანაც როგორ აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ პირდაპირ პარლამენტის წევრები, მინისტრები, მთელი „რუსული ოცნების“ ლიდერშიფი არა მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს ამ აქტივისტებისას, არამედ ღიად, დაუფარავად მონაწილეობენ მართლმსაჯულების აღსრულებაში. დავალებას აძლევენ პროკურატურას და სასამართლოს როგორ იმოქმედონ. ამის საწინააღმდეგოს გვეუბნება და გვავალდებულებს ევროკავშირი, რომ თუ გინდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი, ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს. თქვენ ვერ გექნებათ მართლმსაჯულება, რომელსაც მართავს პოლიტიკური ძალა, თქვენ ვერ გააყალბებთ არჩევნებს, თქვენ ვერ გეყოლებათ პოლიტპატიმრები და როდესაც ამ საკითხებს ეხებიან, „რუსული ოცნება“ ღიზიანდება და ისინი ცდილობენ, რომ აქეთ შემოგიტიონ, ამისთვის არის მნიშვნელოვანი 9 აპრილი, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ერთი პარტიის საქმე და ყველა გავერთიანდეთ და ვკონსოლიდირდეთ ამ თემების გარშემო“. - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელმაც შსს-ს მტკიცებით ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა