შევარდნაძის დროს არ იყო დანაშაულები ციხეში? მაგრამ პასუხი არ მოგვითხოვია ჩვენ იმ ადამიანისთვის - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თამარ ჩარკვიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
„უდავოდ, დანაშაულები, რა თქმა უნდა, იყო, როგორც თითქმის ყველა პრეზიდენტის დროს ხალხნო, სისტემა ერთი იყო და აბა მიშას დროს არ იქნებოდა? და შევარდნაძის დროს არ იყო დანაშაულები ციხეში? პასუხი არ მოგვითხოვია ჩვენ იმ ადამიანისთვის, იმიტომ რომ კომუნისტური სივრციდან წამოსული შევარდნაძეც კი რუსეთისთვის იყო პატრიოტულ ჭრილში განხილული როგორც ქართველი, როგორც საქართველოსთვის ნავთობსადენის გამკეთებელი და ისიც კი ააფეთქეს. თქვენ წარმოიდგინეთ, დასავლური ინსტიტუციების შემქმნელს რას გაუკეთებდნენ? ამიტომ, ამას ყველაფერს დასავლეთი თუ ხედავს, ჩვენ რა დაგვემართა? ბანდად ქცეულ გუნდს როგორ უნა მოვაჭრევინოთ თავი მთელ მსოფლიოში”- განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.