სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას უთხრა "გრცხვენოდეთო“, თან ის კი არ თქვა "მე მრცხვენოდესო"- ამ პრეზიდენტს და ამ "არაქართულ ოცნებას" რომ ვიტანთ, მრცხვენია! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და თქვა ხელისუფლებას უთხრა "გრცხვენოდეთო"”ეს არ გვეკადრებაო"
დედაჩემი კი მეუბნებოდა , ვფიქრობ იქნებ ნიკა გვარამია შეიწყალოსო, იქნებ შეიწყალოსო....... ჰოდა ამ "უმთავრესმა სარდალმა" , "გრცხვენოდეთო" , თან ის კი არ თქვა "მე მრცხვენოდესო" არავინ რომ ვარო, არა, თქვენო "თქვენ გრცხვენოდეთო".
კი ბატონო ,ამ დღეში რომ ვართ და ამას ვიტანთ ამ პრეზიდენტს და ამ "არაქართულ ოცნებას" მრცხვენია!“- წერს თამარ ჩარკვიანი.