სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას რამდენიმეჯერ „გააწნა სილა” -  ამნისტია არის ახლა დროული,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„დღევანდელ დღეს, ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, რამდენიმეჯერ “გააწნა სილა” ხელისუფლებას, გაერთიანებისკენ მოუწოდა ყველას - კარგია, კი ბატონო მუდამ ძალა ერთობაზე-გაერთიანებაზე ვსაუბრობ და მოვუწოდებ 2 პროცენტიან პარტიებს გადადონ ამბიციები ქვეყნის გადასარჩენად და ნაბიჯს გადადგმულს იმედია “იქიდანაც”- პრეზიდენტისგანაც გადმოდგმული ნაბიჯი მოჰყვება მოქმედებაში ასახული, პრეზიდენტმა ისაუბრა ელიტარულ კორუფციაზე მათ მომძლავრებულ-მომატებულ “მადაზე”, კასტად ჩამოყალიბდითო უთხრა ხელისუფლებას , ეს სასამართლო “მურუსიძე -ჩინჩალაძის “ კატასტროფააო….. დიახ, ასეა და ,რადგან ეს ყველაფერი ასეა , სწორედ ახლა იქნება დიდი ამნისტია საჭირო , (რადგან ეს კატასტროფული სისტემა ასამართლებს ხალხს, )ეს ბერკეტი თუ არა შეწყალების ბერკეტი ნამდვილად მას აქვს ხელში - პრეზიდენტს. ვრჩები იმ აზრზე რომ ამნისტია არის ახლა დროული, რასაც მუდამ ვამბობ და გახსოვთ პროექტიც შევიტანეთ პარტია “კანონმა და სამართალმა” ერთი წლის ( ცოტა მეტი) წინ, ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ჩვენ გვინდა დასავლური ტიპის არაკორუფციული, არაკლანური სასამართლო და თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო -სივრცე!“- წერს თამარ ჩარკვიანი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ოპოზიციას ასე მიმართა -  დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და დაპირისპირება, რაც საზოგადოებაში უიმედობის და ნიჰილიზმის განღვივებელია