პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატურა ყოველთვის არის ის, ვინც სურს ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატურა ყოველთვის არის ის, ვინც სურს ბიძინა ივანიშვილს, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არასოდეს მქონია. ამიტომაც, "ეფესბეს" თანამშრომელ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ყველაფერი - ქონება და საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნეს სალომე ზურაბიშვილის ხელით," - აცხადებს თამარ ჩარკვიანი.