ილია ჭავჭავაძის სიტყვები „ყველა ყრუი, ყველა ცრუი" მგონი სათავისოდ გაიგო გახარიამ  - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„გახარიას უტიფრულ "ლაივს" ვუსმინე-სოც ქსელში შემხვდა, “არც ნაცი და არც ქოცი ჩემთან მოდითო”, მოკლედ-“ჩემი ოქრო ჩემთანო” მე მგონი ამან თვალები რომ “დაგვთხარა” სრულიად საქართველოს, ჰგონია რომ სამუდამოდ დაგვაბრმავა , ვეღარც ხედავს , აღარც გვესმის და აღარც აზროვნებს ხალხი………რა შეურაცხმყოფელია ეს გაბედვა "მისგან"-ვინც ხალხს თვალები დათხარა - თვალების დათხრის გამო დაწინაურებული პრემიერ გახარიასგან!!!!!!!!!ფიქრობს ალბათ , რომ არც ანაკლიის პროექტის “დაქცევა-დაძირვაში ” მისი ლომის წვლილი ( უშუალოდ გახარიასი) ახსოვთ ადამიანებს?!ილია ჭავჭავაძის სიტყვები "ყველა ყრუი , ყველა ცრუი" მგონი სათავისოდ გაიგო გახარიამ, ნუ თუ მართლა "ყველა ცრუ და ყრუა" მაშინ კი ექნება პაწია იმედი ამ დაწინაურებულ "თვალების დამთხრელს"!!!!!“ - წერს თამარ ჩარკვიანი.