ხელისუფლებას როცა არ ესმის, ყვირილ-კივილით უმკაცრესად უნდა მოსთხოვო. რამ დაგაფრთხოთ კოლეგებო ღარიბაშვილის და მელიას ერთ მესიჯზე მსხდარმა ტროლებმა? - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ქვეყნის ტალახში ჩატოვებას, კორუფციას, ძარცვას,შეურაცხყოფას, უპასუხიმგებლობას, რის გამოც ხალხი იღუპება , გააგრძელებს ეს ხელისუფლება- მთავრობა მანამდე, სანამ ამის უფლებას მივცემთ!!!!!! პირველივე წინანადადება რომ გაგვიბედეს, რომ "ღამეა და სამძებრო სამუშაოს ვაჩერებთო» უნდა მივვარდნილიყავით რუსთაველზე მთავრობის სახლთან მოთხოვნით რომ თურქეთისთვის და აზერბაიჯანისთვის და არა მხოლოდ, სხვა ძლიერი ქვეყნებისთვის დახმარება ეთხოვა მთავრობას, როცა არ ესმის ხელისუფლებას ყვირილ - კივილით უმკაცრესად უნდა მოსთხოვო ( დიახ, მე და თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა მოვითხოვეთ რუსთაველზე და ლანძღვაც, ცილისმწამებლური ტალახიც და ქილიკიც დავიკიდეთ ფეხებზე ) პოლიტიკოსს იმის რომ შეგეშინდება, დუპლეტი დაქირავებული ტროლ-ბოტი რას იტყვის ,ან უბრალოდ დუპლეტი შეგასხამს ტალახს და შენს მყისიერ განგაშს "ქულების ჩაწერად" მონათლავს, იმიტომ, რომ თავად მის ტვინში იხარშება მხოლოდ "კვოტებზე და ქულებზე" ფიქრი, აი ამის გამო, რომ დაფრთხები პოლიტიკოსი ,ესე იგი პოლიტიკოსი არ ხარ, ან ინტუიცია არ გაქვს, ან ვერ ფიქრობ რომ ამ დროს ამ უბედურების ჟამს ,დრო -დრო განმსაზღვრელია სიკვდილ-სიცოცხლის..."ბოტების" ტალახმა როგორ უნდა დაგაფრთხოს პოლიტიკოსი?!დროული დახმარების, მკაცრი მოთხოვნა დაგვიანდა !!!!! ჰოდა ,ვართ მთელი ქვეყანა ბოტების "საოცნებო" წუმპეში!!!!! რამ დაგაფრთხოთ კოლეგებო ღარიბაშვილის და მელიას ერთ მესიჯზე მსხდარმა ტროლებმა?“- წერს ჩარკვიანი.