ბანკირი, მევახშე ხაზარაძე გვეუბნება - მე მომიშვით, აგაყვავებთ დიდ პროცენტადო! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ივანიშვილის ფონდი, პრიმაკოვის ფონდი, ახლა ხაზარაძის ოჯახის ფონდი , ვასაძის ფონდი და საერთოდ ეს “ფონდები და “ჯეიმს ბონდები ” …..პოლიტიკაში რომ ადამიანი მოსვლას აპირებს და კულტურის მსახურების დასაფინანსებელ ფ ო ნ დ ს ჰქმნის , თან პარტია აქვს და მოსვლა უნდა პრემიერად- ეს არის , ამას ჰქვია ჩვეულებრივი წინასაარჩევნო მოსყიდვა !!! რა ვიცი ზურა ყიფშიძე ჯვარს აცვეს და კახი კავსაძე და ყველა სხვა ხელოვანი, მსახიობი თუ მეცნიერი, ივანიშვილის ფონდი აფინანსებსო, (ისე ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ივანიშვილი როცა ქველმოქმედებდა, მაშინ მას განცხადება გაკეთებული არ ჰქონდა პოლიტიკაში მოვდივარო, 6-7 წლის შემდეგ გააკეთა მხოლოდ განაცხადი).
ჰოდა, ეს “ბანკირი” მევახშე ხაზარაძე, მერაბ კოსტავას რომ წიხლს უქნევდა (როგორც ბ.ნი ნოდარ ნათაძე ინტერვიუში წერს) პირდაპირ ეთერიდან გვეუბნება:” მე მომიშვით “აგაყვავებთ” დიდ პროცენტადო”!!! ისევ იგივე- “იგივენი” 90-იანების წრეზე, ისევ ეს 90-იანების, “ცხენზე” “ბრენდული სამოსით და “დეზებით” ამხედრებული მევახშეები ???
ვახ, ჩემო დაბრენდილო და “დაბრედილო” საქართველოვ!“,- წერს ჩარკვიანი.