ჩვენი დღევანდელი განცხადებით რადიკალებს, მათ პატრონებს და მათ პრეზიდენტად წოდებულს გამოეცალათ ხელიდან იარაღი, რომ მუდმივად აჯანჯღარონ ქართული სახელმწიფო, მუდმივად ზეწოლისა და სტრესის ქვეშ ამყოფონ ქართული საზოგადოება. ამიტომ არიან სასოწარკვეთაში და ამიტომ მიდიან მაქსიმალურ პროვოკაციებზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ახლა პირდაპირ ეთერში მთელი საქართველო ადევნებს თვალს პოლიციებზე თავდასხმებს და საერთოდ კანონის დარღვევის არაერთ ფაქტს. ეს არის სასოწარკვეთილებაში, აგონიაში მყოფი რადიკალების კონვუსიები, რადგან მთლიანობაში ის, რა განცხადებები კეთდებოდა ევროპარლამენტიდან, რა განცხადებებიც კეთდებოდა ცალკეული ევროპარლამენტარებისა თუ ქვეყანაში მყოფი ელჩების მხრიდან, ეს იყო მცდელობა მუდმივად სტრესის ქვეშ ყოფილიყო ქართული სახელმწიფო.  სურდათ მიეღწიათ მიზნისთვის და მათი მიზანი იყო მოეყვანათ საქართველოს ხელისუფლებაში მათი აგენტურა, რომლებიც დღეს ქუჩის აქციებს ხელმძღვანელობენ. ნამდვილად არ ვიკადრებ, რომ ყველა იქ მყოფი ახალგაზრდა აგენტებად მივიჩნიო, უბრალოდ, ზოგი მართლა მათი მიმდევარია და ზოგი შეცდომაში არის შეყვანილი, არასწორად გაიგეს პროცესები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.