მე მგონი, მოლაპარაკებებზე ისევ ოპოზიციას გადაუგრეხენ ხელებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ "აპრესთან" ინტერვიუში თქვა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.
მისი თქმით, დასავლეთისთვის წარმოუდგენელია ის, რომ ქუჩის პროტესტი საპარლამენტო პროტესტს სჯობს. სოსო ცინცაძე: მე ვფიქრობ, რომ ისევ ხელების გადაგრეხვა იქნება. მოლაპარაკებებზე რაღაცა მიიღწევა ქაღალდზე, მაგრამ ჩემი გათვლებით ის მხოლოდ ქაღალდზე დარჩება. _ ვინ ვის გადაუგრეხს ხელებს? _ მე მგონი, ისევ ოპოზიციას გადაუგრეხენ ხელებს. თუ გავითვალისწინებთ ერთ მთავარ მომენტს, ასე გამოდის. იმიტომ, რომ ევროპელებს და ამერიკელებს მენტალობით ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქუჩაში ყოფნა სჯობს პარლამენტში ყოფნას. ესენი ვერასოდეს ვერ მიხვდებიან მაგას. არათუ ჩვენი ოპოზიციის ლიდერები, არამედ რიშელიე და ეგენიც რომ გავაცოცხლოთ, ისინიც კი ვერ დაარწმუნებენ ევროპელებსა და ამერიკელებს, რომ ქუჩის პროტესტი სჯობს პარლამენტში პროტესტს.