შენი ფიცი ფიცია და ჩემი ფიცი ფიცი არააო, იმის არ იყოს 😎 რუსთაველზე დგომა თუ არის ბრძოლა, რეგიონ-რეგიონ, მიგდებულ სოფლებში კარდაკარ სიარული და ხალხის მოწოდება რეჟიმის წინააღმდეგობისკენ, რატომ არ არის ბრძოლა?! - ამის შესახებ პარტია "გახარი - საქართველოსთვის" წარმომადგენელო, სახალხო დამცველი ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს. 

"უპატრონოდ მიტოვებულ სოფელში, სრულიად უცხო ხალხს რომ ვარწმუნებ, თქვენ ხართ საქართველოს მთავარი ძალა, საკუთარი ხმა გამოიყენეთ და დაიცავით, ამით რეჟიმის საქმეს ვაკეთებ თურმე. და თუ ჩემი ჭავჭავაძის ბინიდან რუსთაველზე გამოვალ, შლიაპა და სათვალე კი მიხდება, ეგ ჩამეთვლება. 
ბრძოლების მნიშვნელობის დატოლებაღა გვაკლდა და აჰა 😞 

p.s. ბოიკოტისტებს ნუ გვეძახითო, ჩვენ რომ მოღალატეებსა და გაყიდულებს გვეძახით, ცოტა დაამუხრუჭეთ 🙏🏻" - წერს სოფო ხორგუანი "ფეისბუკში".