"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი როგორც გადაწყვეტს აუცილებლად იქნება ისე, - ასე უპასუხა მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძე "ქრონიკის" კითხვას, ვინ მოხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში.
„საბოლოოდ გადაწყვეტილებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იღებს მიხეილ სააკაშვილი“, - განმარტა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი სახეების ძიება უნდა დაიწყოს. მსჯვარდებულის მოწოდებამ პარტიაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა და კლანებს შორის დაპირისპირება გამწვავდა.