"ამდენი წლის განმავლობაში, "ქართული ოცნება" ყველა ღონეს ხმარობს, რომ ჩვენი ქვეყანა მოაქციოს იზოლაციაში, მაგრამ ამ საოცარ ხალხთან, ჩვენს თბილისელებთან ერთად, 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში", - ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრისას

"ახლა ვიმყოფებით დიდუბეში და განწყობა არის საოცრად ამაღლებული. ეს ადამიანები ირჩევენ კეთილდღეობას ევროპაში და დიახ, აღარასოდეს აღარ იქნება სიღატაკე იზოლაციაში, იმის მიუხედავად, რომ ამდენი წლის განმავლობაში, "ქართული ოცნება" ყველა ღონეს ხმარობს, რომ ჩვენი ქვეყანა მოაქციოს იზოლაციაში, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს უმუშევრობა, მაღალი ფასები, დაბალი პენსიები, მაგრამ ამ საოცარ ხალხთან ერთად, ჩვენს თბილისელებთან ერთად, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდები და ვესაუბრები, შევდივართ თითოეულ ოჯახში, ვისმენთ ყველას პრობლემებს და აუცილებლად, ჩვენ ყველანი ერთად, 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში და ჩვენი ქვეყნის ამ ღირსეულ მოქალაქეებს ექნებათ ღირსეული ხელფასები, ევროპული პენსიები, ევროპული განათლება, ჯანდაცვა, და ეს ყველაფერი იქნება, როცა ხელისუფლება დაკომპლექტება პროფესიონალებით, პატიოსანი ადამიანებით არა კორუფციაში ჩაბმული ადამიანებით", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ დიდუბეში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.