"ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრებს. ახლა ვიმყოფებით კოჯორში. ეს არის ადგილი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელია, რადგან შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე განაცხადა.
"რამდენიმე დღეა უკვე ვხვდები უამრავ ადამიანს, დღესაც შევხვდი ძალიან ბევრ მოქალაქეს და რაც მთავარია განწყობა არის ერთი, წარმოუდგენელი ერთსულოვნებაა და ყველანი ვთანხმდებით ერთზე, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ევროპის ნაწილი, 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, უნდა დავამარცხოთ ერთხელ და სამუდამო რუსეთი საქართველოში.
უნდა დავასრულოთ რუსული მმართველობა და ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ ევროპული სახელმწიფო.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ