სოფო ჯაფარიძე: დღევანდელი სანქციები არის ასიათასობით ადამიანის დამსახურება, რომლებმაც დაანახვეს მსოფლიოს ჩვენი უპირობო სვლა ევროპისკენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც საპროტესტო მსვლელობას შეუერთდა.
„დღევანდელი სანქციები არის იმ ასი ათასობით ადამიანის დამსახურება, რომლებმაც დაანახვეს მსოფლიოს ჩვენი უპირობო სვლა ევროპისკენ. ქართველი ხალხი არ შევეგუებით, ჩვენი ქვეყნის რუსეთისკენ სვლას, ჩვენ ქვეყანას არ გავარუსებინებთ, ჩვენ ქვეყანას არ გავხდით რუსეთის უკანა ეზოს“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.