სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ახალ ინიციატივას, რომელიც ცილისმწამებელს ბრალის მტკიცების ვალდებულებას აკისრებს, დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით უყრის კენჭს.
ცვლილებების თანახმად, ზუსტდება ცილისწამების განმარტება. თუ აქამდე მტკიცების ტვირთი ცილისწამების ობიექტზე იყო, ცვლილების შედეგად, მტკიცების ტვირთი გადადის ცილისმწამებელზე.
უქმდება კანონის ის ჩანაწერი, რომლითაც დაუშვებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი- გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო - მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი გახდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ცვლილებით, ცრუ ბრალდებების და ადამიანთა რეპუტაციის განზრახ დაზიანების პრევენცია მოხდება.