კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა 9 პუნქტი რომელზეც, მისი თქმით, გახარიასთან შეთანხმება მიღწეული იყო:

ეს იყო რაზეც შევთანხმდით:

1. საპარლამენტო არჩევნებში გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით - 9 და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისაც ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის "ქართული ქარტია";

2. ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას პარტია "ქართულ ოცნებასთან" და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით;

3. გახარია თავად არ იქნება "ძლიერი საქართველოს" პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის ( გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა, მაშინ ჩავეწეროთ ორივე);

4. ხაზარაძის და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით, მაგ. 10-10 "ლელო"/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები( სხვა დეტალები დასაზუსტებელია)

P.S.მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება;

5. გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას "ძლიერი საქართველოს" პროგრამასთან და თავისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავრი პრიორიტეტი;

6. ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით;

7. 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება - თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან

8. დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო, სადაც ხაზარაძის და გახარიას გუნდები თანაბრად იქნებიან წარმომადგენილები და ამასთან ერთად კოალიციის სხვა წევრებიც;

9. მართვა, საბჭო. მაგ: გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი

ხმა, რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ 6 ადამიანი):

12 გახარია

12 "ლელო"

3-3 კოალიციიდან.