შალვა შავგულიძე: ბიძინა ივანიშვილი ვერ გაბედავს, ის გაათავისუფლებს გიორგი რურუას

1589798472
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე, რომელიც გიორგი(ჟორიკა) რურუას ერთ-ერთი ადვოკატია, ამბობს რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ხელისუფლების მითითებას ელოდება, რის შემდეგაც მოხდება გიორგი რურუას გათავისუფლება.
"სამწუხაროდ სასამართლო ელოდება პოლიტიკური ხელისუფლების მითითებას. თუ კი იარსებებს ქართული ხელისუფლების ნება, შესაძლებია ამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.
8 მარტის შეთანხმება არ ჩაითვლება შესრულებულად ვიდრე გიორგი რურუა რჩება პატიმრობაში.
ვფიქრობ ქართულ ოცნებას საღი აზრი ეყოფა, რომ არ უღირს გიორგი რურუას წინასწარი პატიმრობისთვის იმ შეთანხმების შეუსრულებლების რეჟიმში დაიტოვოს თავი და შეიძლება ცოტა ხანში ეს დაუკავშრონ კონკრეტული სამართალწარმოების ეტაპს და სამწუხაროდ ხელისუფლება ეტყვის სასამართლოს და მისი გათავისუფლება მოხდება განაჩენამდე.
ეს დანაშაული არის მოგონილი და დაბრმავებული გიორგი რურუასთვის და დასრულდება გიორგი რურუას განათლებით.
რაც უფრო მეტ ხანს გააჩერებს გიორგი რურუას უკანონო წინასწარ პატიმრობაში მით მეტი მორალური ზიანის კომპენსაციის გადახდა მოუწევს საქართველოს ისედაც მწირ ბიუჯეტს" - აცხადებს შალვა შავგულიძე.
"აიპრესის" კითხვაზე, თუ გიორგი რურუა არ გათავისფლდება, დაუჭერთ თუ არა მხარს საარჩევნო სისტემის ცვლილებას? "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ამბობს:
"თუ გიორგი რურუას გათავისუფლება არ მოხდება 8 მარტის შეთანხმება არ ჩაითვლება დასრულებულად და ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს და არ ჩაერთვება ამ საკითხის განხილვაში".
"აიპრესის" კითხვაზე, მმართველი გუნდი აცხადებს, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, შეიძლება 2020 წელს არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდეს. ეს მისაღებია?
" ხელისუფლება ამას ამბობს, მაგრამ არ მგონია ეს გაბედოს. იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა პასუხისმგებლობა ვერ აიცილებს.
ამის შეუსრულებლობა ვერ დაბრალდება ოპოზიციას და მაინც მას დაეკისრება პასუხისმგებლობა.
მე ვფიქრობ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდეს. ყველა შემთხვევაში შეცვლის საარჩევნო სისტემას, ის ხედავს რომ ვერ აიცილებს ამ პასუხისმგებლობას.
აქვს მცდელობა გადააბრალონ ოპოზიციას, მაგრამ არ გამოსდის" - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შეგახსნებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა, გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შუამდგომლობა, რურუას აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვების-პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.