კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან გვქონდა მოსაზრებების ძალიან ნაყოფიერი გაცვლა, მოვისმინეთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში, ბელგრადის დეკლარაციას მიიღებენ.
გამოჩნდა ბევრი მსგავსება, მათ შორის ცვალებადი მიზნების შესახებ. როდესაც ერთი რამეა მიზანდასახული, ამ მიზანს მიაღწევ, შემდეგ იცვლება, ემატება. ასევე სუბიექტური მიდგომები ქვეყნების შიდა დღის წესრიგიდან გამომდინარე. ყველანი ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ერთობა, ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა, მხარდაჭერა. ის გამოწვევა, რაც გაწევრიანების პროცესში ერთ ქვეყანას აქვს, მეორეს ამ ეტაპზე, შეიძლება, არ ჰქონდეს, მაგრამ შემდეგ დაუდგეს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უმკლავდებიან ამ გამოწვევებს. ის გამოცდილება, რაც გულისხმობს ინტეგრაციის სწორად დაგეგმვას, განსაკუთრებით, საკანონმდებლო დონეზე, შევთანხმდით, რომ გავუზიარებთ გამოცდილებას. ხვალ გვექნება საუბარი ორგანიზაციულ საკითხებზე, როგორო ვაპირებთ, ამ ფორმატმა იმუშაოს, ტექნიკური საკითხები, ინფორმაციის გაცვლას და ა.შ. მივიღებთ ბელგრადის დეკლარაციას, სადაც ჩვენი განზრახვები იქნება ასახული"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










