ველოდებით, რომ ბიუჯეტში შემოვიდეს 6,5 მილიონი დოლარი ხაზარაძის და მისი გარემოცვის თაღლითობისთვის, გვაინტერესებს, გადაიხადეს უკვე თუ არა ეს თანხა ბიუჯეტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა შინდისში განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო დონეზე დადასტურებული თაღლითია.
„ადამიანი საერთაშორისო დონეზე დადასტურებული თაღლითია, რომელმაც სასამართლო წააგო და მისი თაღლითობა დადასტურდა ქართულ სასამართლოში, პარიზის არბიტრაჟში და ვაშინგტონის არბიტრაჟში. სამ ადგილას დადასტურდა მისი თაღლითობა. ამას დაემატა მისი საგადასახადო თაღლითობა გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით, სადაც გადასახადებს მალავდა და, მათ შორის, როდესაც საკუთარი ბანკიდან 17 მილიონი გააქრეს მან და ბადრი ჯაფარიძემ. ის ფული გამქრალია, არავის დაუბრუნებია იმის გამო, რომ თაღლითური სქემით, რომლისთვისაც ნასამართლევია შემდეგ სამი მილიონის გადახდა მოუწია ჯარიმის, აღიარებული აქვთ, რომ მაშინ ეს ტრანზაქცია უკანონო იყო. ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს, ექვსი მილიონი დოლარი, რომელიც ვაშინგტონის არბიტრაჟმა დააკისრა მის პარტნიორს, გადაიხადეს უკვე, თუ არა ბიუჯეტში. ჩვენ ველით, რომ ბიუჯეტში შემოვიდეს 6.5 მილიონი დოლარი ხაზარაძის და მისი გარემოცვის თაღლითობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.