პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის პრინციპებსა და საკანონმდებლო ორგანოს როლზე ესაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიულ საფუძვლებსა და ინსტიტუციურ განვითარებაზე, პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ რეგულაციებზე, საპარლამენტო დიპლომატიაზე და პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, მათ შორის, განათლების სისტემის რეფორმის პრიორიტეტებსა და პარლამენტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობაზე.