პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა.


ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ისრაელის სახელმწიფოს და ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შალვა პაპუაშვილმა მწუხარება გამოხატა ტერორისტების აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიების გამო და ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ისრაელის მიმართ სოლიდარობა.

ჰადას მეიცადმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალურად გააცნო ღაზას სექტორიდან ისრაელზე თავდასხმის შედეგები და ისრაელის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღნიშნული თავდასხმის გეოპოლიტიკურ კონტექსტსა და მსოფლიო მშვიდობაზე მის გავლენაზე.