ვიცით ქ-ნო სალომე, ტყავის ლაბადა რომ გამზადებული გაქვთ თავის მაუზერით კარადაში, გადმოიღებთ სიამოვნებით და დაგვაჭედებთ ტყვიას. ზუსტად მასე იზამთ!" -ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვიმა "ლელოს" დეპუტატს. სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რითაც გამოეხმაურა ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ერთი რამ შეგიძლიათ ზუსტად იცოდეთ - თუ თქვენ მესამე მოსმენით მიიღებთ ამ კანონს, ეს იქნება პიროსის გამარჯვება. მართალია, მაღალი IQ გაქვთ, მაგრამ მაინც აგიხსნით, რომ ეს არის გამარჯვება, რომლის შედეგადაც ყველაფერს კარგავს. თქვენ გამოსავალი აღარ გაქვთ! თქვენ დაკარგეთ ქვეყანა, თქვენ დაკარგეთ ამ ქვეყანაში საზოგადოების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა და ამიტომ არის, რომ დღეს, პოლიციური რეჟიმის პირობებში გიწევთ კანონის მიღება. პოლიციური სახელმწიფო საქართველო არასდროს არ იქნება, საქართველო იქნება თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო და ამ გამარჯვებას და საბჭოეთის, რუსეთი უკანასკნელ კუდის მოქნევას, რომელსაც დღეს თქვენ გააფორმებთ, შეეწინააღმდეგება ქართველი ხალხი, რომელსაც წინ უძღვის თავისუფალ საქართველოში დაბადებული თავისუფალი თაობა, მათ შორის თქვენი შვილები, ოჯახის წევრები და მე მივესალმები მათ. რაც შეეხება თქვენს მომავალს, თქვენი მომავალი სახარბიელოდ არ გამოიყურება, მაგრამ შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ - მე, ისევე როგორც ბევრი კოლეგა, უზრუნველყოფს, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, ისარგებლოთ კანონით თქვენთვის მინიჭებული ყველა უფლებით" - განაცხადა სალომე სამადაშვილი.