პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ობიექტური კრიტერიუმებით შეფასებისას საქართველო ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაზე წინაც კი არის და ლიდერის პოზიციას იკავებს. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ ვრწმუნდებით მთელი საზოგადოება იმაში, რომ როგორც კი ობიექტური კრიტერიუმებით ხდება საქართველოს შეფასება, საქართველო არის ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით.

როგორც კი ამ შეფასებაში ერევა პოლიტიკური დღის წესრიგი და მავნე მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით, უცებ აღმოჩნდებით ხოლმე მათი წარმოდგენით მაჩანჩალები.

ეს არის რეალობა, რაც არის და ეს არის ის სარკე, რომელშიც უნდა ჩავახედოთ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატები.

ეს არის დასტური, პირდაპირი ფაქტების დასტური, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება, მავნე პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალი არის. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ მართლები ვართ ჩვენ და მტყუანები არიან ევრობიუროკრატები,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

ცნობისათვის: მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.

ევროკომისიის კვლევის შედეგები მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში გამოაქვეყნა. ევრო ბარომეტრის შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში ლუქსემბურგთან, დანიასთან, მონტენეგროსთან და ავსტრიასტან ერთად მოხვდა.