რადიკალური ოპოზიცია თავის ამომრჩეველს თუკი არ წარუდგენს თავის კანდიდატურებს, ეს თავის ამომრჩეველს დააზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ადამიანი თუ თავად არ მონაწილეობს, ძალით ვერავინ ვერ მიაღებინებს მონაწილეობას.

ჩვენი ინტერესია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მივიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. რა თქმა უნდა, ჩვენს ამომრჩეველს წარვუდგენთ ჩვენს ხედვებს და კანდიდატურებს. რადიკალური ოპოზიცია თავის ამომრჩეველს თუკი არ წარუდგენს თავის კანდიდატურებს, პირველ ყოვლისა, ეს თავის ამომრჩეველს დააზიანებს. დემოკრატიისთვის ეს პრობლემას არ ქმნის. ადამიანი თუ თავად არ მონაწილეობს, ძალით ვერავინ ვერ მიაღებინებს მონაწილეობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.