პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც მან Business Media Georgia-თან ჩაწერა.

"დიდი არაფერია სანახავი, გარდა იმისა, როგორ აზიანებს უცხოელი დიპლომატი მისი ქვეყნისა და საქართველოს ურთიერთობებს", - წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა, ნახევარსაათიან ინტერვიუში, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, "საქართველომ ბევრი კანონი მიიღო, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას". ამასთან, უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრის დროს, დიპლომატმა განაცხადა: "ჩვენ არასდროს გვითხოვია საქართველოსთვის, რომ რუსეთისთვის ინდივიდუალური სანქციები დაეწესებინა".