პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა, ცხრა თვეში უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
"კანონმდებლობით არის დადგენილი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე მაქსიმუმ ცხრა თვეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ივლისში უკვე უნდა იყოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას, თუ როდის და რა პროცესი იქნება, ამას საკონსტიტუციო სასამართლო განსაზღვრავს თავად. ჩვენ დაველოდებით, როდის დაგვიძახებს საკონსტიტუციო სასამართლო", – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია "ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერი საქართველო-ლელოს" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა









