ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ დღეს სვანეთის მთებში დავაბრუნეთ ქურაშის მე-12 საუკუნის ხელნაწერი ოთხთავი. კონკრეტულად, პალიმფსესტის ამ ორ გვერდზე ხელნაწერის ქვემოთ მე-9 საუკუნის გაცრეცილი წარწერები ოდნავღა მოჩან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ყველაფერი ბრუნავს, მაგრამ ყველაფერი დროებითი წარმავალია, რაც რჩება ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოებაა.
,,ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ დღეს სვანეთის მთებში დავაბრუნეთ ქურაშის მე-12 საუკუნის ხელნაწერი ოთხთავი. კონკრეტულად პალიმფსესტის ამ ორ გვერდზე ხელნაწერის ქვემოთ მე-9 საუკუნის გაცრეცილი წარწერები ოდნავღა მოჩანს. ათასწლეულის განმავლობაში, ერთი სოფლის რამდენიმე გვარის წყალობით, ამ საგანძურმა ყველა ქარტეხილი გამოიარა და ჩვენამდე მოაღწია.
„ხილული დროებითია, უხილავი კი – მარადიული“. (კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე).
ყველაფერი ბრუნავს, მაგრამ ყველაფერი დროებითი წარმავალია, ხოლო რაც რჩება არის ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
Today, after two-year restoration process, we have returned the 12th-century handwritten Qurashi Gospel to the commune in the mountains of Svaneti where it was preserved. On the two pages of this palimpsest here, one can recognize a more ancient, 9th century inscription.
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) June 7, 2024
For a… pic.twitter.com/EPFiM40puS