მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რაც ჩვენთვის, ყველასთვის, ამ ურთულეს პერიოდში უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს, ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

"ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს, ნოვრუზ ბაირამს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას. დაე, ნოვრუზ ბაირამმა თითოეულ თქვენს ოჯახში მოიტანოს ახალი ენერგია, ბედნიერება და წარმატება.

მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რაც ჩვენთვის, ყველასთვის, ამ ურთულეს პერიოდში უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ. ვაფასებ თქვენს თანადგომას და თქვენს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის ერთობის, მშვიდობისა და განვითარების საქმეში." - წერს შალვა პაპუაშვილი.