პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

"წინდაუხედავი დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ მოვუწოდებ მის მონაწილეებს, იმავე ენერგიითა და საშუალებებით აღადგინონ რეპუტაციული ზიანი, რომელიც მათ მიაყენეს საქართველოს და მის ხალხს. მხოლოდ ასე შეიძლება ქართველი ხალხის ნდობის მოპოვება და მომავალში რაიმე სანდოობის ქონა“, - წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით,  ევროსასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა