თქვენ თუ სიტყვა "ისტერია" სექსისტური გგონიათ, თქვენ ხართ ზუსტად სექსისტი. - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რესპუბლიკური პარტიის დეპუტატს ხათუნა სამნიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
"ქალბატონო ხათუნა, თქვენ რომ ქალთა უფლებები, სექსისზმი ტრენინგებზე გაქვთ ნასწავლი და იმის იქით სიღრმეებში არ წასულხართ, ვიდრე პავერ პოინტის პრეზენტაცია, თქვენი გამოსვლა სწორედ ამაზე მეტყველებს. თქვენ თუ სიტყვა "ისტერია" სექსისტური გგონიათ, თქვენ ხართ ზუსტად სექსისტი. თუ არა, მაშინ გამოდის, რომ მხოლოდ ქალები შეიძლება იყვნენ ისტერიული და არა კაცები. ხომ ელემენტარული ცოდნა უნდა ამ ყველაფერს. ვერც კი ხვდებით, ისე აკეთებთ სექსისტურ განცხადებებს.თქვენ და თქვენმა მეგობარმა დეპუტატემა ქალებმა რაც აქ იკადრეთ თეა წულუკიანის გამოსვლის დროს, რა პლაკატიც გეჭირათ ხელში, ზედ რაც ეწერა, ეს თუ არ არის ისტერია და ქალთა უფლებების შელახვა, როდესაც ქალი პოლიტიკოსი გამოდიოდა ტრიბუნასთან. მორალს როგორ კითხულობთ საერთოდ, ხელში რა პლაკატიც გეჭირათ, რა სიტყვებიც ზედ ეწერა, მორალთან და ქალთა უფლებებთან ახლოსაც არ ხართ გავლილი" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.