ნიშანდობლივია, რომ ადამიანი, რომელმაც საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების ისტორიაში პირველმა გადადგა საქართველოს მიმართ აშკარად მტრული ნაბიჯები, არა მხოლოდ თანამდებობას ტოვებს, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის იმ განცხადებას, სადაც სტარმერი ამბობს: „ქვეყანას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე იყო, ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიეთ, ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“.
„ფინანსური სანქციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით, მან ჯერ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მოშლა, შემდეგ კი დამოუკიდებელი ქართული მედიის ფინანსური განადგურება და დახურვა სცადა. თუმცა განგებამ სხვაგვარად ინება – საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს, თავად სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის“, – წერს პაპუაშვილი.









