ყველა დაინახავს, კიდევ ერთხელ მოისმენს იმ ისტორიებს, რომელშიც ჩვენი საზოგადოება 2012 წლამდე ცხოვრობდა და რომლისკენაც შიდა თუ გარე აქტორებს უნდათ რომ ისევ წაგვიყვანონ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“. მან ისაუბრა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე.

Hi თავდასხმა. ვნახეთ შევარდნის კადრები იმ ადამიანებისა, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები არიან. ვნახეთ რომელიმე უცხოელი აქტორის, ენჯეოს მიერ ერთი სიტყვა მაინც საყვედურისა, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა? 21-ე საუკუნეში, სააკაშვილის რეჟიმგამოვლილ ქვეყანას ამას გვაყურებინებენ კიდევ ერთხელ და გვარწმუნებენ, რომ ეს არის დემოკრატია, მოდერნიზაცია.

მათ შორის ვნახეთ თქვენ ტელევიზიასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ამერიკელი პოლიტიკოსის გამოხმაურება - პირდაპირ მუქარა დამოუკიდებელი მედიის მიმართ. წარმოგიდგენიათ ასეთი რაღაც რომელიმე სხვა მედიის მიმართ ქართველ პოლიტიკოსს რომ ეთქვა, ამას რა მოჰყვებოდა? გამზადებული აქვთ უკვე კარადაში ტყავის ლაბადებიც და მაუზერებიც. ერთი სული აქვთ როგორმე ერთი გრამი ძალაუფლება ჩაიგდონ და მერე ნახეთ, სახლებზე წარწერების გაკეთება მოსაგონი იქნება. მოინიშნავენ ყველას სახელს, ვინც მათ ეწინააღმდეგება, იმისთვის, რომ შემდეგ გაუსწორდნენ. მათ შორის, თქვენი არხის მფლობელის ინტერვიუ იყო დიდი განხილვის სფერო - როგორც კი განსხვავებული აზრი მოხვდა მათ გვირაბივით სწორხაზოვან სივრცეში, რამხელა მიუღებლობა და კრიტიკა იყო - როგორ დაუშვით, რომ ჩვენ ამ სტერილურ ბაბლში აღმოჩნდა განსხვავებული აზრის ერთი გრამიო. წარმოგიდგენიათ რას იზამენ ეს ადამიანები ხელისუფლება რომ ჰქონდეთ? დახურავენ ყველა მედიას და ყველას, ვინც მათ წინააღმდეგ იქნება, იმავე ეგზეკუციას მოუწყობენ რასაც 2012 წლამდე უწყობდნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.