ყველაფერი არის ტაქტიკა, ყველას აქვს თავისი როლი, არიან ისინი, რომლებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, რომლებიც არ უნდა შევიდნენ, ვინ უნდა იყოს რადიკალი, ვინ შედარებით ნაკლებად რადიკალი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ერთიანი ორგანიზმია.

„ყველაზე კარი ილუსტრაცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვები. ხედავთ, რომ ხუთი მოპასუხიდან ოთხი შევიდა დარბაზში, ერთი არ შევიდა – იგივე თამაშია. დარბაზში შესული ოთხი მოპასუხიდან, ზოგი რადიკალურად იქცევა, მეორენი უფრო კულტურულად და მორიდებულად. ეს ყველაფერი არის თამაში, რომ სხვადასხვა კალათაში ჩადონ კვერცხები და შემდეგ თქვან, რომ რადიკალებს თუ ერჩის ვინმე, არიან არარადიკალები. ხელისგულზე დევს ეს ტაქტიკა, გადმოკოპირებული აქვთ მათი უცხოელი სპეცსამსახურების კურატორის მხრიდან. ეს ტაქტიკა სადღაც, რომელიღაც ქვეყანაში განხორციელდა, მაგრამ ხედავენ, რომ ქართველებზე არ მოქმედებს . სწორედ ამ ტაქტიკას ვამხელთ ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოზე ჩვენი სარჩელით, ერთიანი ორგანიზმია. სხვადასხვა მომენტებში სხვადასხვა ქცევა პროგრამირებულია და ჩადებულია ერთიან ორგანიზმი.

გახარიას პარტიამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით თქვა, რომ არა უშედეგო დამხობა, პარლამენტში არ შემოვიდოდნენ. ელოდებოდნენ შედეგიან დამხობას, რათა მიეღოთ ძალაუფლების წილი. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შევიდნენ, არ აღიარებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციას. ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი დოკუმენტირებულია და წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ მყარად ვართ, დარწმუნებული ვართ სარჩელში და წარდგენილ მტკიცებულებებში. დანარჩენი აგონიაა. ყველაზე კარგად გახარიამ იცის, როდის, როგორ და რატომ შეეკრა იმ ძალას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ათამაშებდა.

შეგახსენებთ, საგამოძიებო კომისიაზე, როგორ მოიტყუა ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით. მოიტყუა, რომ არ შეხვედრია აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს. შემდეგ ჩაეკითხნენ, მოუწია სიმართლის თქმა, რომ შეხვდა აშშ-ის ელჩს. რა უნდოდა მაშინ პრემიერ-მინისტრს აშშ-ის საელჩოში, რატომ განიხილავდა ნიკა მელიას დაჭერა-არდაჭერის საკითხს სხვა ქვეყნის ელჩთან. აქ ხომ უკვე ყველაფერი ნათელია, ვისი მარიონეტი იყო, ვისი წაქეზებით მოქმედებდა გიორგი გახარია. ამაზე მეტი რა უნდა თქვას, პრემიერ-მინისტრი გუნდისგან უჩუმრად სხვა ქვეყნის ელჩთან წავიდა, განიხილა, ნიკა მელია დავიჭირო თუ არ დავიჭიროო. იმან უთხრა, არ დაიჭიროო. წამოვიდა და მერე მთელ გუნდს აქეთ გვეჩხუბა, არ უნდა დავიჭიროთ, რთული იქნება აყვანაო, მერე გადადგა. ორ დღეში ისე აიყვანეს ნიკა მელია, რომ თმის ღერი არავის ჩამოვარდნია არავის ოფისში. სხვა ქვეყნის ელჩთან, რომ ჩუმად გარიგებაში ხარ, გუნდს ამას უმალავ, შემდეგ მოგიწია საგამოძიებო კომისიაზე ტყუილის თქმა, მერე ამის აღიარება, შენი, როგორც პოლიტიკოსის საქმე დამთავრებულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.