მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-15, ხოლო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს უსწრებს ნატოს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას.
„საქართველოს კიდევ ერთი მყარი წარმატება ობიექტურ ფაქტებში და არა სუბიექტურ აღქმებში. „ფრეიზერის“ ინსტიტუტის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ორი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-15, ხოლო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა. ამრიგად, ჩვენ ვუსწრებთ ნატო-ს 19 წევრს, ევროკავშირის 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას. მნიშვნელოვანია, რომ კატეგორიაში „მიუკერძოებელი სასამართლო“ ვუსწრებთ ევროკავშირის ოთხ წევრს და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ეს იმ პირობებში, როცა კანდიდატის სტატუსიც კი არ გვაქვს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.