საქართველოს გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად ნაკლოვანია ეს რეზოლუცია და როგორ არის იგი რეალობას აცდენილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად ნაკლოვანია ეს რეზოლუცია და როგორ არის იგი რეალობას აცდენილი. იგი ასევე კარგად აჩვენებს, რა ზედაპირული წარმოდგენა აქვთ საქართველოს, მისი კონტექსტის, საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ. აფხაზეთის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღნიშვნა ისეთივე მცდარია, როგორც გამჭვირვალობის კანონპროექტისთვის „რუსული კანონის“ დარქმევა, ან თითქოს იგი „ღალატობს“ დემოკრატიული განვითარების მისწრაფებებს. მსგავსადვე, იგი უსაფუძვლოდ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებისკენ.
რეპუტაციასთან თამაშის ნაცვლად, ევროპარლამენტარ კოლეგებსა და საქართველოს ოპოზიციას ვურჩევდი ფაქტებით საუბარს. ასევე, ვისურვებდი, მათ ეს ენერგია დაეხარჯათ აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად აღიარებაში ევროკავშირის დარწმუნებაში,” – წერს შალვა პაპუაშვილი.
Such provisions in the European Parliament’s draft resolution introduced by the EPP group on Georgia’s draft transparency bill clearly shows how flawed the resolution is & to what extent it distorts the reality. It also demonstrates a shallow understanding of Georgia, its… pic.twitter.com/xsMxFhG7RU
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) April 25, 2024