დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში, დანაშაულს ვინც სჩადის, უნდა იჯდეს ციხეში. ეს არის კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავებებს ოპოზიციის დაშლის მცდელობას უკავშირებენ. რას უპასუხებთ ამაზე სალომე ზურაბიშვილს?“
„ნუ ჩაიდენენ დანაშაულს და არ იქნება პასუხისმგებლობა. ჩაიდენენ დანაშაულს, იქნება პასუხისმგებლობა. აბა, სხვანაირად როგორ უნდათ, დანაშაული ჩაიდინონ და პასუხისმგებლობა არ დადგეს? ასეთი ქვეყანა თუ უნდათ, სადმე სხვაგან წავიდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










