ჩვენი სურვილია, მომავალ სასესიო კვირას გენერალური პროკურორის არჩევა შევძლოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობს, ამის შემდეგ პროცესი პარლამენტში გადანაცვლებს.
„საკანონმდებლო ცვლილებები მივიღეთ, რომ საპროკურორო საბჭოს ეფექტიანი შესაძლებლობა ჰქონოდა, იმ კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც აქვთ მინიჭებული, შეერჩიათ კანდიდატურა და ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე მიეღოთ გადაწყვეტილება. საბჭო ამაზე მსჯელობს და საბოლოო გადაწყვეტილება როდესაც იქნება, პროცესი პარლამენტში გადმოინაცვლებს. საპარლამენტო ფორმატში ამ საკითხზე მსჯელობას გავაგრძელებთ. ჩვენი სურვილია, მომავალ სასესიო კვირას გენერალური პროკურორის არჩევა შევძლოთ“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.