ანრი ოხანაშვილი, პატრიოტიზმთან ერთად, არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. მინდა, კმაყოფილება გამოვხატო პრემიერის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილია მისი კანდიდატურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ანრი ოხანაშვილი საპარლამენტო საქმიანობის დროს გამორჩეული იყო თავისი მაღალი კვალიფიკაციით.
„მინდა კმაყოფილება გამოვხატო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად წარდგენილ იქნა ანრი ოხანაშვილი. რა თქმა უნდა, პარლამენტი მისთვის მშობლიური კერაა, ის თავის გამორჩეულ პატრიოტიზმთან ერთად, არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე, პროფესიონალი, რომელმაც წლების განმავლობაში, საპარლამენტო საქმიანობის დროს დაამტკიცა აბსოლუტური უზადობა მისი იურიდიული ცოდნისა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მისი ხელმძღვანელობის დროს იყო გამორჩეული კომიტეტი პროფესიონალიზმით. მისი თვისებები – პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი არის ის თვისებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ისეთი სტრუქტურისთვის, როგორიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომელი მოწადინებული იქნება, რომ ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობით კვლავ იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.