ამ ამაზრზენი იდეოლოგიის მიმდევრებს, რომლებსაც ჩვენ გუშინ რუსთაველის გამზირზე ვხედავდით, ჰგონიათ, რომ არსებობს კარგი ვასალობა და ცუდი ვასალობა. რუსეთის ვასალი თუ ხარ, მაშინ ცუდი ხარ და თუ ესტონეთის – მაშინ კარგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ის, რაც არ არის საქართველო, არის უცხო ძალა.
„ტვ პირველის“ პატრონისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის რუსეთია საბჭოთა კავშირი, უცხო ძალა არ არის. ის დასდევდა იმ მოძრაობის ლიდერებს. ყველამ იცის მისი თავდასხმის ისტორია მერაბ კოსტავაზე, დღეს რომ ყელყელაობენ პატრიოტიზმით. მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც თავისი პირველი მილიონი რუსეთში გააკეთა, იმასაც ხომ არ უარყოფს, რომ კომკავშირში იყო იმ პერიოდში?! რომ ძალადობდა ეროვნული მოძრაობის წევრების და ლიდერების მიმართ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანისთვის რუსეთია საბჭოთა კავშირი, უცხო ძალა არ არის.
რამე კითხვა არის უცხო ძალასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება, ყოფილიყო?! ზუსტად ეს არის მთავარი საკითხი. დღეს ამ ამაზრზენი იდეოლოგიის მიმდევრებს, რომელსაც ჩვენ გუშინ ვხედავდით რუსთაველის გამზირზე და საზოგადოება ხედავს სამშობლოდაკარგულ ადამიანებს, ჰგონიათ, რომ არსებობს კარგი ვასალობა და ცუდი ვასალობა. რუსეთის ვასალი თუ ხარ, მაშინ ხარ ცუდი და ესტონეთის ვასალი თუ ხარ, მაშინ – კარგი. ეს არის ზუსტად, რაც ვთქვი მე – არ ესმით ამ ადამიანებს, რას ნიშნავდა 1989 წლის 9 აპრილის გმირობა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა მაშინ ჩაიდინეს. არ არსებობს კარგი ვასალობა, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი მონობა. უცხო ძალა არის ყველა, გარდა საქართველოსი. ის, რაც არ არის საქართველო, ეს არის უცხო ძალა, წერტილი. ვიდრე ამას არ შეიგნებს ის ამაზრზენი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც გუშინ ეს ძალადობის აქტი ჩაატარა რუსთაველზე, ვერ შეიგრძნობენ საქართველოს. ვიდრე არ მიხვდებიან, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი სამშობლო და მას საქართველო ჰქვია და საქართველოს მიღმა ყველაფერი არის უცხო, როგორც ენობრივად, ისე პოლიტიკურად. ეს არის სწორედ მთავარი პრობლემა – საბჭოთა მენტალიტეტი. სხვათა შორის, დღეს ისიც მოახერხეს, რომ საკუთარ ჯგუფში, მათ შორის იმ ხალხში დაამკვიდრეს, რომელსაც საბჭოთა კავშირი არც კი გამოუვლია. ის იდეოლოგია, რასაც თესავდა და ნერგავდა საბჭოთა კავშირი, რომ ადამიანი იყო არა საკუთარი ქვეყნის მოქალაქე, არამედ საბჭოთა მოქალაქე საბჭოთა პასპორტით დ, ეს იყო მისი კოსმოპოლიტური მიდგომა, დღეს ამას გვეუბნებიან. ისინი არიან არა საქართველოს, არამედ მსოფლიო მოქალაქეები. შესაბამისად, ისინიც როგორც საბჭოთა მოქალაქე მოქმედებდნენ არა როგორც თავისი სამშობლოს, საქართველოს ინტერესით, არამედ უნდა ემოქმედა საბჭოთა კავშირის ინტერესით.
დღეს ეს მსოფლიო მოქალაქის პასპორტის მოფრიალე ხალხი, რომელსაც ხშირად ვხედავთ, მოქმედებენ არა როგორც საქართველოს ინტერესით, არამედ მსოფლიო მოქალაქის ინტერესით. ვხედავდით ეს ბოლო პერიოდი, როგორ უნდოდათ, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ზოგიერთ უცხო ქვეყანას შემოესაღებინა ჩვენთვის, როგორც ჩვენი ეროვნული ინტერესები. სხვა რა არის, როდესაც ლატვიის პრეზიდენტი მოგიწოდებს, სანქციები დავუწესოთ რუსეთს. ეს ხომ ლატვიის პოლიტიკური დღის წესრიგია, რომელსაც საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი შიშები აქვს რუსეთთან დაკავშირებით. გვეუბნებოდა ლატვიის პრეზიდენტი, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის. ვის ინტერესებში გვეუბნებოდა – თავის ინტერესში და აქ ვინ უჭერდა მხარს? ის ხალხი, რომელიც არ გრძნობს თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ და იქცევა ლატვიის, ესტონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ყველას ინტერესში, ოღონდ არა საკუთარი სამშობლოს და საკუთარი თანამოქალაქის ინტერესში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.