ძალიან კარგად ვიცით, ვინ მოდიოდა იქ ნიჩბებით, ვინ აგვიჩეხა ჩვენ ახალგაზრდები და ასაკოვანი ხალხი, ძალიან კარგად ვიცით, ვინ იდგა იქ - საბჭოთა არმია, რომელიც რუსული იმპერიის გაგრძელება იყო. ეს უნდა გესწავლათ სკოლაში და ამაზე თუ ვინმე კითხვებს სვამს, საერთოდ რა მოხდა და როგორ მოხდა, ეს არის პრობლემა, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე - „რატომ არ არქმევთ მტერს თავის სახელს, რატომ ჩაწერეთ განცხადებაში უცხო ძალა და არა რუსეთი?“
„ესეც არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია რასაც ცდილობენ ამ სამშობლოს დაკარგულ ადამიანების ხელით აკეთონ - ბინარული აზროვნება, როდესაც ადამიანებს უნდათ მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება - რუსეთი და ევროპა. სხვა გვერდზე ნაბიჯის გადადგმის და აზროვნების შესაძლებლობა მათ არ აქვთ. სწორედ ეს ისტერიაც ამის მაჩვენებელია, რომ ადამიანები რეაგირებენ რაღაც გამაღიზიანებელზე, სიტყვებზე, ტრიგერებზე, რომელიც მათ უნდათ მოისმინონ. 89 წელს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც ეს ჩვენი თვალით ვნახეთ, ძალიან კარგად ვიცით, ვინ მოდიოდა იქ ნიჩბებით, ვინ აგვიჩეხა ჩვენ ახალგაზრდები და ასაკოვანი ხალხი, ძალიან კარგად ვიცით, ვინ იდგა იქ - საბჭოთა არმია, რომელიც რუსული იმპერიის გაგრძელება იყო. ეს უნდა გესწავლათ სკოლაში და ამაზე თუ ვინმე კითხვებს სვამს, საერთოდ რა მოხდა და როგორ მოხდა, ეს არის პრობლემა. ეს არის ამაზრზენი, როდესაც ეროვნული მოძრაობის მდევნელი მამუკა ხაზარაძე, რუსი ბანი პაატა ბურჭულაძე დადგებიან რუსთაველის გამზირზე და 9 აპრილის მიტინგის წამყვან ირაკლი ქადაგიშვილს ეტყვიან რომ, ის აქ არ უნდა მივიდეს. აი აქ მიიყვანა უცხოურმა ფულმა, უცხო ძალების ინტერესებმა ჩვენი მოქალაქეების ეს ჯგუფი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.