ესტონეთში რეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს, რაღაც ციფრებით იმანიპულიროს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ვინც აფინანსებს, ჰიბრიდულ ომს ეწევა საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
საქმე ეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვით, რვა თვეში საჯარო მოხელეებმა, დეკლარაციის შევსება უწევთ, ჯამში, 24 მილიონზე მეტი საჩუქრები მიიღეს ოჯახის წევრებისგან, ძირითადად მშობლებისგან. როგორ აღმოჩნდა ყველას ოჯახი ასეთი მდიდარი?“
მისივე შეფასებით, არ შეიძლება, შემოსავალი ვერ იქნება არალეგალური, თუ ის დეკლარირებულია.
„ევროპული ფონდებიდან ფინანსდება, როგორც ჩანს, ჩუმად, რადგან საჯაროდ არაფერს ამბობენ. სწორედ ეს არის კოორდინირებული დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო მოხელეების წინააღმდეგ. ადრე თუ გვიან, გაირკვევა, ვინ აფინანსებს ახლა „საერთაშორისო გამჭვირვალობას“. რა თქმა უნდა, იმ მომენტში აუცილებლად ვამხელთ, რომ სწორედ ის ქვეყანა ან ორგანიზაცია იყო ის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებდა. რაც შეხება ამ მანიპულაციას, ათობით ათასი საჯარო მოხელეა. აბსოლუტური მანიპულაცია, ფარსია ამისგან რაღაცის დაჯამება, რომ მეუღლემ მეუღლეს ან შვილმა მშობელს, მშობელმა შვილს რაღაც აჩუქა და შემდეგ რაღაც რიცხვებად წარმოდგენა. ეს მარტო ერთ რამეზე მეტყველებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის იარაღია. საუბრობენ დეკლარირებულ საჩუქრებზე. რა გათეთრებაზეა საუბარი, რაც დეკლარირებულია. რაიმე არალეგალური შემოსავალი თუ არის, მაშინ მის დეკლარაციასაც არავინ მოახდენდა. რახან დეკლარაციაშია, როგორღა იქნება ის არალეგალური შემოსავალი? საკუთარ თავს ხომ არ ამხელდა ადამიანი. ასე რომ, აბსურდია“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.









