დაბალი ბარიერი არის ის, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ ხელოვნურ პლურალიზმს, რომლის სინამდვილეში მრავალპარტიული არ არის და ამავდროულად მარგინალი, პოლიტიკური ორგანიზაციების შესვლას პარლამენტში, რომლებსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ." - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.
"ოპოზიციამ როდესაც პარლამენტში ტრიბუნა მიიღო, საკუთარი დღის წესრიგი უნდა შეექმნათ ოპოზიციურ პარტიებს და ესარგებლათ ამ პერიოდით, მაგრამ რა გააკეთეს მათ?! კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ, იგივე დესტრუქციული დღის წესრიგი ჰქონოდათ. ამიტომ, გამოსავალი უნდა ეძებონ არა იმაში, რომ უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ, არამედ უნდა მოიქცნენ როგორც მოწიფული პოლიტიკოსები, გაემიჯნონ პარტიებს თუ უნდათ ინდივიდუალიზმი და შეეცადონ საკუთარი ელექტორატი გაზარდონ და არა იპარაზიტონ სხვა ოპოზიციურ ჯგუფებზე.
2024 წლის არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება და ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, რომელიც როგორც ვენეციის კომისიის მხრიდან, ასევე ყველა საერთაშორისო დონეზე შეფასდა როგორც შესაბამისი ყველა საუკეთესო სტანდარტთან"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.