"მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, თქვენი მხარდაჭერა და ღმერთის ნება, რის შემდეგაც ჩვენ მეორე დღეს გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უმუშევარი, უიმედო, დეპრესირებული, ქვეყნისგან გაქცევის მსურველი, დაჩაგრული, უსამართლობაში მცხოვრები ადამიანი".
ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მეტეხის ტაძართან მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე განაცხადა. "მეტეხის წმინდა ადგილიდან შევპირდით, რუს ოლიგარქ ივანიშვილს,  რომლის სასახლე აგერ ჩანს, რომ მისგან არაფერს აღარ დავტოვებდით იმ ტყუილისა და გადაგდებისათვის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა და ეს დაპირება მას შევუსრულეთ. ჩვენ გავაერთიანეთ ყველა პოლიტიკური პარტია. გვერდზე დავიყენეთ მთელი დემოკრატიული მსოფლიო და ახლა 31 ოქტომბერს პატარა წკიპურტი უნდა და ამ ქაჯეთის ციხისგან არაფერი აღარ დარჩება. მე მზად ვარ დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი თუ იქნება ხალხის ნება“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.