თურმე სასამართლოში შემიტანია სარჩელი და იმ ხელფასს ვითხოვ, რომლის აღებასაც  პარლამენტის აპარატი ორი წელია მეხვეწება - ვაი შენს პატრონს ზარქუა, - მაის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს:  „ზოგი, ვინც ვერ შემოვიდა პარლამენტში, დღემდე გვედავება სასამართლოში - შალიკო, ფანჩატურიდან. რატომ არ ჩამირიცხეთ ხელფასი, ხომ მეკუთვნოდაო?!“

„ბიუჯეტის მილიონებით დღე და ღამე კაზინოში მყოფი, ცოლის-ძმისთვის ტენდერში 32 მილიონის გამჩალიჩებელი ვინმე ზარქუა ნახეთ რას ამბობს, მთელმა მსოფლიომ იცის,რომ ერთადერთი დეპუტატი ვარ დედამიწაზე ვინც კუთვნილი ხელფასის აღებაზე უარი განაცხადა და 80 ათასი დაუტოვა ბიუჯეტს და აგერ თურმე სასამართლოში შემიტანია სარჩელი და იმ ხელფასს ვითხოვ რომლის აღებასაც  პარლამენტის აპარატი ორი წელი მესიჯებით მეხვეწებოდა. ვაი შენს პატრონს ზარქუა“, - წერს შალვა ნათელაშვილი.