მინიმუმ სამი თავმჯდომარე რომ გაიქცა პარტიიდან ხოლო, დაშლა-გამოყოფის პროცესი დღემდე რომ გრძელდება, ამას ჰქვია მთავარი ოპოზიცია?, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ“.
თუ ასე გაგრძელდა პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5 პროცენტიან ბარიერს......და ნაცმოძრაობას მოუწევს მარტო გამარჯვება-----აი ექს--პრეზიდენტ მ.სააკაშვილის დღევანდელი განცხადება. სამწუხაროა,რომ მისი პოზიცია ან მე ან ქვეყანა თუნდაც დაქცეულა ოლიგარქის ხელში,უცვლელი რჩება.სწორედ ამ განწყობის და არ მომერიდება ვთქვა,გარიგების მსხვერპლია ჩვენ სამშობლო ბოლო ათწლეულში,ხელსუფლებაში ქოცი, მთავარ ოპოზიციად ნაცი. რა თქმა უნდა ორივე ისე მიეჩვია ამ ტკბობასა და როლს,რომ მთელი სამყარო მტრებად მიაჩნიათ,ფიქრობენ როგორც დღე--ღამის გარეშე დედამიწისეული დრო არ იქნებოდა ისე ვერ იარსებებენ უერთმანეთოდ. საინტერესოა ვის ეძახის და რა კრიტერიუმით პატარა პარტიებს? მისმა პარტიამ ,რომ 2012 წლიდან ყველა,მგონი 12 თუ მეტი არჩევნები რომ წააგო ოლიგარქთან და მერე ყველა დაუკანონა ,უღიარა გამარჯვება ესაა დიდ-პარტიულობა? ან მინიმუმ სამი თავმჯდომარე,რომ გაიქცა პარტიიდან ხოლო, დაშლა--გამოყოფის პროცესი დღემდე, რომ გრძელდება ამას ქვია მთავარი ოპოზიცია? სხვა დეტალებს ახლა აღარ ჩამოვთვლი საზეიმო განწყობაა და ამიტომაც.
თუ მართლა გონია,რომ ერთპარტიულად დაბრუნდება ხელისუფლებაში და განმეორდება 2003 ში პუტინთან გარიგების შედეგად, ივანიშვილის დაფინანსებით და შემდგომ პრეზიდენტ ბუშის ბეცი მხარდაჭერით, განხორციელებული ის რევოლუციად წოდებული ანტიკონსტიტუციური სპექტაკლი, რამაც საბოლოო ჯამში საქართველოში პუტინის ოლიგარქიული რეჟიმი მოიყვანა,მაშინ უნდა ჩაითვალოს ,რომ დაშვებული,რბილად ვიტყვი შეცდომებიდან მას არაფერი უსწავლია. არადა დროა დავღვინდეთ“, - წერს შალვა ნათელაშვილი.