რომელი ხართ პარტია ამ ქვეყანაში „ლეიბორისტების“ გარდა თქვე უიმედოდ გაჭირვებულებო,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „მთავარი არხის" დაკვეთით, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას გამოეხმაურა.
„აი როცა ხელისუფლებაზე უარესი ოპოზიცია გყავს. ნახეთ, ნახეთ რას ჯღაბნიან. რომელი ხართ პარტია ამ ქვეყანაში ლეიბორისტების გარდა თქვე უიმედოდ გაჭირვებულეებო“,- წერს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისათვის, ISSA -ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს პირველ რიგში? - ამ კითხვის შედეგები ასე განაწილდა:
ქართული ოცნება -31.4%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი 9.6%
ახალი - 9.1%
საქართველოსთვის - 3.3%
ლელო საქართველოსთვის - 3.0%
ლეიბორისტული პარტია - 1.7%
ევროპული საქართველო - 1.4%
კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო -1.4%
მოქალაქეები - 1.4%
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა -1.3%
ხალხისთვის - 1.1%
გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 1.1%
გირჩი - 1.0%
სამართლიანობისთვის -0.4%
ხალხის ძალა - 0.4%
პატრიოტთა ალიანსი - 0.4%
ერი (ერთობა რაობა იმედი) - 0.3%
რესპუბლიკური პარტია - 0.2%
კანონი და სამართალი - 0.2%
სხვა პარტია - 0.2%
არ წავალ არჩევნებზე - 3.3%
არცერთ პარტიას - 6.9%
არ ვიცი/ჯერ არ გადამიწყვეტია - 17.3%;
უარი პასუხზე - 3.6%